სამშენებლო სფერო
ჩვენი კომპანიის მომსახურების არეალი შეგვიძლია დავყოთ 3 ძირითად მიმართულებად. ესენია:
I. ზოგადი სამშენებლო სამუშაოები
II. სამშენებლო ინვენტარის გაქირავება
III. პროექტების მართვა და ზედამხედველობა
ზოგადი სამშენებლო სამუშაოები
ჩვენი კომპეტენცია არის ხანგრძლივი და დაუღალავი შრომის შედეგი, რაც დღეს საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის სამშენებლო პროექტი. ჩვენ გვაქვს ამბიცია ვიყოთ დარგის ლიდერები და მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი სირთულის გამოწვევა. პრაქტიკაში არაერთხელ გვქონია არაორდინარული ტექნიკური გამოწვევები, რამაც გაგვაძლიერა და დიდი გამოცდილება შეგვძინა. ზოგიერთი სამუშაო, რომლებიც ზოგადად ბევრისთვის განსაკუთრებულია ჩვენთვის ჩვეულებრივ რუტინას წარმოადგენს.
სხვადასხვა საერთაშორისო სამშენებლო და არქიტექტურული საზოგადოების წევრობა საშუალებას გვაძლევს ვეზიაროთ თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკურ მიღწევებს, გამოწვევებს, სირთულეებს და არის კარგი საშუალება ვიყოთ ამ პროცესების მონაწილენი.
პროექტების მართვა და ზედამხედველობა
შპს “ურბანა” ახორციელებს პროექტების მართვაში მონაწილეობას პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. დამკვეთის მიერ დასმული ამოცანის შესაბამისად პროექტის მართვის მომსახურების არეალი განისაზღვრება ინდივიდუალურად. პროექტების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი და დასრულება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
პროექტების მართვისას ვსარგებლობთ სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით და ელექტრონული ცხრილებით, მართვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სამშენებლო ინვენტარის გაქირავება
თანამედროვე სამშენებლო ინვენტარი საშუალებას იძლევა სამუშაოები შესრულდეს უმოკლეს დროში მაღალი ხარისხით. სწორად შერჩეული ინვენტარი განაპირობებს შრომის ეფექტურობის (მწარმოებლურობის) ამაღლებას და ადამიანური რესურსების დაზოგვას.
სტრატეგიული პრიორიტეტები
ჩვენი ბიზნესის წარმატება არა ერთი რომელიმე, არამედ რამდენიმე გარე და შიდა ფაქტორებით განისაზღვრება. ამ ფაქტორთა შორისაა: ზოგადი ბიზნეს გარემო, რისკების მართვის სისტემა, თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობა (წარმადობა), ეკონომიკური ზრდა, დემოგრაფიული ტენდენციები, რომელიც გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის ხელმისაწვდომობაზე. სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქურულ პროექტებში დახარჯული თანხები იწვევს სხვა ეკონომიკურ სექტორებში მოთხოვნის ზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს დამატებითი მატერიალური დოვლათის შექმნას და დასაქმებულთა რიცხვის ზრდას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობა და ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა ჩვენი კლიენტებისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენ ვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს
I. მყარი პოზიციები ბაზარზე
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მივაღწიოთ მყარ პოზიციებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე. წარმატებულ სამშენებლო კომპანიას სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და ძლიერი პერსონალი ტენდერებში (ვაჭრობაში) გასამაჯვებლად და წარმატებული ვაჭრობის შემდეგ დიდი მოცულობის პროექტების საკუთარი ძალებით დასაფინანსებლად საწყის ეტაპზე. პროექტის სიდიდე ზოგადად ასოცირდება ხარისხთან, საიმედობასა და სტაბილობასთან, რაც რეკომენდაციებთან ერთად ქმნის – ნდობას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას და მათ გადამზადებას.
II. ბიზნესის დივერსიფიკაცია
ვინაიდან სამშენებლო ბიზნესი მაღალი რისკის ბიზნესს განეკუთვნება, მისი დივერსიფიკაცია იძლევა უარყოფთი რისკების შემცირების საშუალებას. კერძოდ, ვცდილობთ კომპანია დაკავდეს სამშენებლო ინდუსტრიის სხვადასვა მიმართულებით როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში. მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ცოდნა საშუალებას გვაძლევს ვიყოთ კონკურენტუნარიანი და ძლიერი მოთამაშე სამშენებლო ბაზარზე.
ასევე ვცდილობთ განვავითაროთ ის მიმართულებები, რომლებიც დღეისთვის არ არის პოპულარული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ საერთაშორისო სამშენებლო ბაზრებზე მოთხოვნადი და წარმატებულია. ჩვენს მიერ საქართელოში განხორციელებული არაერთი ტექნიკური ნოვაცია ამის ნათელი დადასტურებაა.
დივერსიფიკაციის მიზნით ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო ტენდერებშიც, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
III. ფინანსური სტაბილურობა
მიუხედავად სახელმწიფო და კერძო დამკვეთებს შორის პრინციპული განსხვავებისა ფინანსური სტაბილურობა არის სამუშაოს მიღების მნიშვნელოვანი წინაპირობა. სწორედ ამიტომ ჩვენი ფინანსური სიძლიერე მიგვაჩნია ჩვენი ბიზნეს აქტივობის საფუძვლად. ასევე, მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელება უფრო მარტივად და სწრაფად ხდება, როცა პროექტის ბიუჯეტი განსაზღვრულია.
IV. მოქნილობა
ჩვენი მოქნილობა – გვაძლევს საშუალებას სწრაფად მოვახდინოთ ბაზრის კონიუქტურის ცვლილებაზე რეაგირება, რაც მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა. ვინაიდან ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი ცვალებადია, არის შემთხვევები როცა რესურსების დატვირთულობის გამო სამუშაოს ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციებს ვაძლევთ.
იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქნილობა ვცდილობთ ეტაპობრივად, მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება მომწოდებლებსა და ქვეკონტრაქტორებზე. ვაფართოვებთ ჩვენ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ვახდენთ მის პერიოდულ გადახალისებას.