ჩვენი საქმიანობა
შპს “ურბანა” არის საქართველოში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.
კომპანიის მომსახურების არეალი მოიცავს სამშენებლო ინდუსტრიის ყველა მიმართულებას. ჩვენი მაღალკვალიფიციური პერსონალი ქმნის ჩვენი კლიენტებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტს საწარმოს თანამედროვე დანადგარების და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. კოორდინირებული მუშაობით ვახორციელებთ ურთულეს და უნიკალურ სამშენებლო პროექტებს – დაგეგმილ დროში, უმაღლესი ხარისხით და საუკეთესო კონკურენტულ ფასად.
ჩვენი გუნდი მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და მაქსიმალურად ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესს მშენებლობის დარგში. შედეგად, ჩვენი გუნდის მიერ ქვეყანაში პირველად, წარმატებით დაინერგა არაერთი ტექნოლოგიური ნოვაცია.
შპს “ურბანა” არის იმ მცირერიცხვოვან კომპანიათა შორის, რომლებსაც შეუძლიათ დამკვეთს შესთავაზონ სრული სამშენებლო მომსახურება პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში: ინიცირება (პროექტირება) – დაგეგმვა – შესრულება – ჩაბარება.
ორგანიზაციული სტრუქტურა

მმართველი საბჭო
შპს „ურბანას“ მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შედიან: აღმასრულებელი დირექტორი (დამფუძნებელი), ფინანსური დირექტორი, მთავარი ინჟინერი და იურისტი. ისინი პასუხისმგბელნი არიან ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობაზე და განსაზღვრავენ მის სტრატეგიულ მიზნებს. დასმული ამოცანების განხორციელება ხდება კომპანიის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის აქტიური ჩართულობით.
სტრუქტურული ქვედანაყოფები
შპს „ურბანას“ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ საშუალო რგოლის მენეჯერები. ისინი კოორდინაციას უწევენ და დამოუკიდებლად მართავენ მათდამი დაქვემდებარებულ დეპარტამენტებს (განყოფილებებს), და ანგარიშვალდებული არიან მმართველი საბჭოს ერთ-ერთ წევრთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ დეპარტამენტზე. მათი პასუხისმგებლობაა სამუშაოების ოპერატიული დაგეგმვა და მათი განხორციელება დასმული მიზნების და ამოცანების წარმატებით გასახორციელებლად. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები მონაწილეობენ პროექტის მართვის გეგმის (პმგ) შემუშავებასა და დამტკიცებაში. ისინი ადგენენ საწარმოს ნორმებს და ორგანიზებას უკეთებენ საწარმოს პერსონალის ტრეინინგებს და გადამზადებას.
პროექტის მენეჯერები
პროექტის მენეჯერების (პმ) მიერ ხდება უშუალოდ სამშენებლო პროექტების მართვა. ისინი მონაწილეობენ პროექტის მართვის გეგმის შემუშავებაში პროექტის მართვის ოფისთან (პმო) ერთად. პროექტის მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ ისინი საკუთარი პასუხისმგებლობით დამოუკიდებლად მართავენ პროექტებს და ანგარიშვალდებულები არიან უშაუალოდ აღმასრულებელ დირექტორთან. პროექტის მენეჯერები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო უფლებამოსილებით პროექტების ოპერატიული მართვის განხორციელებისთვის.
შპს „ურბანა“ კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მოსახურებას სამშენებლო ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებით, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად.